ტექნიკური რეგლამენტი ელექტრომოწყობილობებზე კონკრეტული ძაბვის დიაპაზონებში: პასუხისმგებლობები და შესაბამისობის სახელმძღვანელო
Technical Regulation on Electrical Equipment for Specific Voltage Ranges: Responsibilities and Compliance Guidelines

გვინდა გაგაცნოთ საქართველოს მთავრობის დადგენილება №165, რომელიც მოიცავს ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებას.

დადგენილება მიღებული იქნა 2023 წლის 1 მაისს. მისი გარკვეული პუნქტები ამოქმედდა დადგენილების მიღებისთანავე, ხოლო ნაწილი ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან.

ჩვენთვის საინტერესო ნაწილი ტექნიკური რეგლამენტისა ეხება ელექტრომოწყობილობებს, რომელიც დაპროექტებულია 50-დან 1000 ვოლტამდე ცვლადი დენისა და 75-დან 1500 ვოლტამდე მუდმივი დენის ფარგლებში გამოსაყენებლად.

რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებები შემდეგნაირად ნაწილდება პროდუქციის მწარმოებელზე, იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე :

მწარმოებლის ვალდებულებები

  • უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, შესაბამისობის შეფასების პროცედურა, შესაბამისობის დეკლარაციის შედგენა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის დატანა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის და შესაბამისობის დეკლარაციის შენახვა;
  • სერიული წარმოებისას სათანადო პროცედურების დანერგვა
  • ელექტრო მოწყობილობაზე იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაციის დატანა;
  • დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება;
  • აუცილებელი მაკორექტირებელი ზომების მიღება;
  • ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან თანამშრომლობა.

იმპორტიორის ვალდებულებები

  • ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტი მოთხოვნებთან შესაბამისი ელექტრო მოწყობილობა;
  • პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია
  • სათანადო შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იგი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა შეადგინა შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, შესაბამისობის დეკლარაცია და ელექტრო მოწყობილობაზე დატანილია შესაბამისი ინფორმაცია;
  • დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება;
  • უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე;
  • უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების სათანადო პირობები;
  • აუცილებელი მაკორექტირებელი ზომების მიღება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის
  • შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან.

დისტრიბუტორის ვალდებულებები

  • ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა;
  • დარწმუნდეს, რომ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ინფორმაცია და მას თან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია;
  • ტრანსპორტირებისა და შენახვის სათანადო პირობების დაცვა;
  • ინფორმაციის ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
  • ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან თანამშრომლობა.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, უზრუნველყოს ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობის მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც ემსახურება ადამიანისა და შინაური ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან საკუთრების დაცვას.

მთავრობის N165 დადგენილება „ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ საკანონმდებლო მაცნეზე მითითებული ბმულის მეშვეობით.
Resolution No. 165 – Legislative Herald

გააზიარეთ ეს პოსტი

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მსგავსი

სიახლეები
geta_white
საქართველოს კანონი ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ: "სამუშო ვერსია"

ბიულეტენის გამოწერა

Please confirm that you are happy to receive newsletters from GETA:

Become our partner