საქართველოს ელექტროტექნიკური ასოციაცია მიზნად ისახავს, წაახალისოს ინდუსტრიის ტრანსფორმაცია - უსაფრთხოებაზე, კოლაბორაციაზე, სამუშაო ძალის განვითარებაზე და პოლიტიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროგრამების მეშვეობით.
ინდუსტრიის განვითარება
ჩვენი ინიციატივების მიზანია, ინოვაციის და მდგრადობის ჰარმონიზაცია და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესი სწრაფად შეძლებს განვითარებას, დარგის დინამიური გამოწვევების მიუხედავათ. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ვუწყობთ ხელს დარგის ზრდას და მოქნილობას.
უსაფრთხოება
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი ჩარჩოები, სადაც პრიორიტეტული იქნება ინდუსტრიის პროფესიონალებისა და იმ საზოგადოების კეთილდღეობა, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. დაგეგმვისა და ინდუსტრიის სტანდარტების დაცვით, ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, სადაც უსაფრთხოება არამხოლოდ მიზანია, არამედ თითოეული ოპერაციის არსებითი ასპექტი.
კოლაბორაცია
კოლაბორაცია არის ჩვენი პარტნიორობის ინიციატივის საფუძველი. ჩვენ გვჯერა, რომ ელექტროტექნიკური საზოგადოების სიძლიერე მის ერთობაშია. მნიშვნელოვანი კავშირებისა და ალიანსების ჩამოყალიბების მეშვეობით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ცოდნას, ერთობლივად განვიხილავთ სხვადასხვა გამოწვევებს და ერთობლივი ძალისხმევით, დავეხმარებით ინდუსტრიას წარმატების მიღწევაში.
განათლება
ჩვენი ინიციატივები ტრადიციულ ჩარჩოებს სცილდება და ორიენტირებულია მცოდნე და კვალიფიციური სამუშაო ძალის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ინვესტიციას ვახდენთ ინდივიდების ზრდასა და განვითარებაში, იქნება ეს პროფესიული სწავლებები თუ წამყვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რაც უზრუნველყოფს ელექტროტექნიკური სფეროს მდგრად მომავალს.