საქართველოს ელექტროტექნიკური ასოციაცია (GETA) სიამაყით ულოცავს დამფუძნებელ წევრ კომპანიას - შპს „ინსტა“-ს მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევას - 26 წელს ბიზნესში! მას შემდეგ, რაც 1998 წელს კომპანიამ საქმიანობა მხოლოდ სამი თანამშრომლით დაიწყო, განვლილ პერიოდში, ინსტა-მ, ხარისხიანი ელექტროტექნიკური მომსახურების მიწოდებით, საქართველოს ელექტრიფიცირება უზრუნველყო და ხელი შეუწყო დარგის ზრდას.
ამ ორი ათწლეულის განმავლობაში, ინსტა გარდაიქმნა ელექტროგადაწყვეტილებების წამყვან მიმწოდებლად, როგორც საქართველოში, ისევე მთელ რეგიონში. ძირითადი ეტაპები მოიცავს 2005 წელს პირველი პროფესიონალური სავაჭრო ცენტრის შექმნას კონტრაქტორებისთვის უკეთესი მიწოდების მიზნით, Siemens-ის სერტიფიცირებულ პარტნიორობას სამშენებლო სისტემებისა და ავტომატიზაციის სფეროში და ოპერაციების გაფართოებას ორ ქვეყანაში დღეს არსებული უკვე 200-ზე მეტი თანამშრომლით.
ინსტა-ს ენერგია გამომდინარეობს მაღალი სტანდარტების შენარჩუნების, ინოვაციების დანერგვისა და ნიჭიერი კადრების გაზრდის უზრუნველყოფიდან. კომპანიისთვის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის აღნიშვნისას, GETA აღიარებს იმ განსაკუთრებულ წვლილს, რომელიც ინსტა-მ შეიტანა საქართველოს ელექტროტექნიკური ეკოსისტემის განვითარებაში. ჩვენ ვამაყობთ მათი, როგორც ჩვენი ასოციაციის დამფუძნებელი წევრის, გამოცდილებითა და ხედვით.