პარტნიორობა პროგრესისთვის: რატომ ესაჭიროება საქართველოს ღია დიალოგი ელექტროტექნიკურ სტანდარტზე მთავრობასა და ინდუსტრიას შორის
Industry development

საქართველოს ელექტროტექნიკური ასოციაციის (GETA) შექმნა დროულად მოხდა. ახლა, როდესაც სახელმწიფო იწყებს კომპანიების, მუშაკების სერტიფიცირების და ელექტროსამონტაჟო ბიზნესში ხარისხის კონტროლის ახალი რეგულაციების დაგეგმვას, მუდმივი კომუნიკაცია და კოორდინაცია მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებებსა და დარგის მოთამაშეებს შორის, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ სტატიაში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ რატომ მიგვიყვანს ღია პარტნიორობა ყველაზე კონსტრუქციულ, ანგარიშვალდებულ და საბოლოო ჯამში, ხელსაყრელ პოლიტიკამდე, საქართველოს ელექტროტექნიკური სექტორის შემდგომი განვითარებისთვის.

GETA-ს დაარსების კონცეფცია წარმოიშვა სპონტანურად, როდესაც სამი ელექტროსამონტაჟო კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს გამოფენაზე და გააცნობიერეს, რომ მათ წინაშე მდგომი მრავალი ძირითადი გამოწვევა თითქმის იდენტურია. გარკვეული გააზრების შემდეგ, გაირკვა ძირითადი მიზეზი - საქართველოში არ არსებობდა ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ერთიანი, თანამედროვე სტანდარტები. თანმიმდევრული რეგულაციების ან ზედამხედველობის მექანიზმების გარეშე, კომპანიები და მათი თანამშრომლები ამ სფეროში მუშაობდნენ მცირე ანგარიშვალდებულებით.

ჩვენ ვაღიარეთ ისეთი ახალი ასოციაციის ან მსგავსი სტრუქტურის არსებობის საჭიროება, რომელიც შუამავლის როლს შეასრულებდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ასეთ ორგანიზაციას შეუძლია გააერთიანოს კომპანიები, ფიზიკური პირები და ექსპერტები, რათა წარმოაჩინოს მათი ინტერესები და უზრუნველყოს ამ სფეროს მდგრადი განვითარება. ასე წარმოიშვა GETA-ს დაარსების კონცეფცია.

სახელმწიფოს რეგულაციები გადამწყვეტია ისეთი მაღალი რისკის სექტორების მართვისთვის, როგორიცაა ელექტროინჟინერია. თუმცა, დარგის სათანადო პროგრესისთვის, არსებული წესები კარგად უნდა იყოს გააზრებული და შეესაბამებოდეს ეროვნულ ინტერესებს. პასუხისმგებელ მარეგულირებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს სწორი პერსპექტიული ხედვა და კომუნიკაციის არხები კერძო სექტორის მოთამაშეებისთვის თავისი მიდგომის შესახებ ინფორმირებისთვის. მცოდნე, კომპეტენტური და ძლიერი კერძო ელექტროტექნიკური სექტორი ასევე მნიშვნელოვანია დარგის წინსვლისთვის.

GETA-ს დაარსებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ჩვენ შევიტყეთ, რომ სახელმწიფომ დაიწყო ახალი რეგულაციების დაგეგმვა ელექტროსამონტაჟო ბიზნესში კომპანიებისა და მუშაკების სერტიფიცირების მიზნით. ამასთან, იგეგმება კონტროლის ორგანოს შექმნა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს დარგის კომპანიების მუშაობას. სამწუხაროდ, ასოციაციის წევრებმა ამ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მხოლოდ შემთხვევით, მედიაგადაცემიდან გაიგეს და არა უშუალო ჩართულობით. შემდგომ, გაირკვა, რომ განიხილებოდა ლიცენზირების საკითხი.

კომუნიკაციის მსგავსი ნაკლებობა და პოლიტიკის ისეთი ცვლილებების პოტენციური შედეგები, რომლებიც განხორციელდება დარგის მონაწილეობისა და ზედმიწევნითი ანალიზის გარეშე, ღრმად შემაშფოთებელია. ჩვენი მიზანია ამ საკითხების ხაზგასმა, რათა ხელი შევეწყოთ ელექტროტექნიკურ სფეროში მომავალ რეგულაციებსა და სტანდარტებზე სახელმწიფოს უფრო მჭიდროდ მუშაობას GETA-სთან. ურთიერთპარტნიორობით, მთავრობისა და კერძო სექტორის დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ განავითარონ ძლიერი, ანგარიშვალდებული და სწრაფად პროგრესირებადი დარგი, რომელიც მოემსახურება საქართველოს ინტერესებს მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

ნიკოლოზ გამყრელიძე

გააზიარეთ ეს პოსტი

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მსგავსი

სიახლეები
marc-sendra-martorell--Vqn2WrfxTQ-unsplash(1)
წინსვლა და ინოვაცია: ინტერვიუ GETA-ს თავმჯდომარესთან, სანდრო ბახსოლიანთან
WhatsApp Image 2024-05-22 at 12.48.21_c64f4e73
GETA-ს დამფუძნებელი წევრი ინსტა-ს 26-წლიანი ენერგიული მუშაობა
geta_white
სეტა უკვე აქტიურია

ბიულეტენის გამოწერა

Please confirm that you are happy to receive newsletters from GETA:

Become our partner