წინსვლა და ინოვაცია: ინტერვიუ GETA-ს თავმჯდომარესთან, სანდრო ბახსოლიანთან
What we do

საქართველოს ელექტროტექნიკური ასოციაციის (GETA) ერთ-ერთ დამფუძნებელს და პრეზიდენტს, სანდრო ბახსოლიანს ცოტა ხნის წინ შევხდით, რათა ვესაუბროთ ორგანიზაციის დაარსების მოტივებზე, მთავარ მიზნებსა და მომავალ პრიორიტეტებზე.

რამ განაპირობა ელექტროტექნიკური დარგისთვის ასოციაციის შექმნის იდეა? რომელი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას აპირებდით?

დავინახეთ ელექტროტექნიკურ დარგში არსებული პრობლემებისა და სამომავლო შესაძლებლობების მხრივ იდეების გარკვეული თანხვედრა. ძირითადი ამოცანები, რომელიც დავსახეთ, მოიცავდა: დარგის ყველა ზომის მონაწილეებისთვის ხმის უფლების უზრუნველყოფას, ხარისხიანი პროფესიული და უმაღლესი განათლებისთვის ხელშეწყობას, ტექნიკური სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერას სისტემის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. და ბოლოს, ჩვენ გვჭირდება პლატფორმა, სადაც იდეები წარმართავს ინდუსტრიის განვითარებასა და გაუმჯობესებას.

რა დრო დასჭირდა ასოციაციის ოფიციალურად დაარსებას? როგორი იყო ძირითადი ეტაპები ამ გზაზე?

სამრეწველო გამოფენაზე თავდაპირველი განხილვის შემდეგ, მალევე დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები საღამოს საათებში და შაბათ-კვირას, ხედვისა და მმართველობის სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. რამდენიმე თვეში, არსებული კონცეფციები არაკომერციული ორგანიზაციის სახით ჩამოვაყალიბეთ. მას შემდეგ, ძირითადი ეტაპები მოიცავს ნაყოფიერ შეხვედრებს ეკონომიკის სამინისტროსთან, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ), და გერმანიის ელჩთან.

როგორია, თქვენი შეფასებით, GETA-ს 3 პრიორიტეტული სფერო და მიზნები ასოციაციის ფუქნციონირების პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში?

მთავარ პრიორიტეტებს ჩვენთვის წარმოადგენს ტექნიკური სტანდარტების მიღება, განათლება და უსაფრთხოება.

რით განისაზღვრება GETA-ს წარმატება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში? როგორ გესახებათ ეს წარმატება?

მთავარ წარმატებად მივიჩნევთ საერთაშორისოდ აღიარებული ტექნიკური სტანდარტების ეფექტურად განხორციელებას და დარგში განვითარებული ინოვაციური საზოგადოების შექმნას.

რა გამოწვევების დაძლევა მოგიწევთ და როგორ შეუძლიათ ასოციაციის წევრებს, ხელი შეუწყონ უფრო სწრაფ პროგრესს?

პროგრესის მიღწევის მთავარი გასაღები არის დარგის რაც შეიძლება მეტი მონაწილის ჩართვა. ასოციაციის წევრობა და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება - ეს არის ჩართულობის საუკეთესო გზა.

როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ ელექტროტექნიკურ კომპანიებსა და პროფესიონალებს, ჩაერთონ და თავისი წვლილი შეიტანონ GETA-ს საქმიანობაში?

შეგიძლიათ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს, რათა უფრო მეტი გაიგოთ ჩვენი ხედვის შესახებ. წევრებს ვაწვდით ინფორმაციას დარგთან დაკავშირებული მოვლენების, ბაზრის სიახლეებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ასევე, დროთა განმავლობაში, კანონმდებლებთან და სხვადასხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიზნით, შეიქმნება სპეციალიზებული კომიტეტები.

რა გზით უნდა მოახდინოს საქართველოს ელექტროტექნიკურმა ინდუსტრიამ სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესთან ადაპტირება?

ქსელების მოდერნიზებასთან ერთად, ახალი ტექნოლოგიები გამოწვევებს წარმოქმნის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი ზრდის სტრატეგიის შემუშავება ღია, ინკლუზიური გზით. საქართველოს გააჩნია ძლიერი, ნიჭიერი საკადრო რეზერვი უცხოეთში არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, თუმცა, პირველ რიგში, საჭიროა შიდა სტანდარტებისა და პრაქტიკის განვითარება.

რატომ უნდა შეუერთდნენ GETA-ს დარგის წარმომადგენლები? რაში მდგომარეობს ამის მთავარი ღირებულება?

ჩვენ წარმოვადგენთ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც იმართება ღია არჩევნების გზით არჩეული საბჭოთი. ასოციაციის წევრები სარგებელს ღებულობენ ღონისძიებებისგან, ბაზრის სიახლეებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და დარგის მომავლის ჩამოყალიბების შესაძლებლობისგან.

დასკვნის სახით

GETA მიზნად ისახავს ხმის უფლების უზრუნველყოფას ელექტროტექნიკური დარგის ყველა მონაწილისთვის და პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად მათთვის პლატფორმის შექმნას. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია ისეთი ძირითადი პრიორიტეტების ადვოკატირება, როგორიცაა სტანდარტები, განათლება და უსაფრთხოება, რაც საქართველოს ელექტროტექნიკურ დარგს, დროთა განმავლობაში, განვითარების საშუალებას მისცემს. ვთავაზობთ ყველას, ვინც დაინტერესებულია დარგის განვითარებით, შემოგვიერთდნენ.

გააზიარეთ ეს პოსტი

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მსგავსი

სიახლეები
WhatsApp Image 2024-05-22 at 12.48.21_c64f4e73
GETA-ს დამფუძნებელი წევრი ინსტა-ს 26-წლიანი ენერგიული მუშაობა
zura-narimanishvili-_F3lWC6WW70-unsplash
პარტნიორობა პროგრესისთვის: რატომ ესაჭიროება საქართველოს ღია დიალოგი ელექტროტექნიკურ სტანდარტზე მთავრობასა და ინდუსტრიას შორის
geta_white
სეტა უკვე აქტიურია

ბიულეტენის გამოწერა

Please confirm that you are happy to receive newsletters from GETA:

Become our partner